სამკურნალო რეცეპტები

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სამკურნალო რეცეპტები – XVIII – XIX სს. სამედიცინო ძეგლი, რომლის ავტორია დავით ბაგრატიონი (გიორგი XIII – ის უფროსი ვაჟი). ძეგლი შედგენილია რუს., ქართ., და ლათ. წყაროების საფუძველზე. ტექსტი დაყოფილია თავებად და დალაგებულია ანბანზე დაავადებების მიხედვით (მაგ., ანტონის ცეცხლისათვის…, ბუასილისათვის… და ა. შ.). თითოეულ დაავადებას ახლავს სათანადო რეცეპტი. ”სამკურნალო რეცეპტები” გავრცელებული იყო საქართველოში ხელნაწერების სახით: დღემდე შემონახულია 7 ხელნაწერი ვარიანტი, მ. შ. 4 ინახება საქართვ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა ინ – ტში, 2  –  თელავში; 1  –  ლენინგრ. მ. სალტიკოვ – შჩედრინის სახ. ბიბლიოთეკაში. მ. შენგელია. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook