Tag Archives: ვაჟი

სამკურნალო რეცეპტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამკურნალო რეცეპტები – XVIII – XIX სს. სამედიცინო ძეგლი, რომლის ავტორია დავით ბაგრატიონი (გიორგი XIII – ის უფროსი ვაჟი). ძეგლი შედგენილია რუს., ქართ., და ლათ. წყაროების საფუძველზე. ტექსტი დაყოფილია თავებად და დალაგებულია ანბანზე დაავადებების მიხედვით (მაგ., ანტონის ცეცხლისათვის…, ბუასილისათვის… და ა. შ.). თითოეულ დაავადებას ახლავს სათანადო რეცეპტი.

Read More

ასკლეპიოსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასკლეპიოსი – (Asklepios), მკურნალობის ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. აპოლონის ვაჟი. ასკლეპიოსის კულტი განსაკუთრებით გავრცელდა ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნიდან. ასკლეპიოსის კულტის ცენტრი იყო ეპიდავროსი. ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნიდან იგი გავრცელდა რომშიც, სადაც ასკლეპიოსს ესკულაპუსს უწოდებდნენ. ასკლეპიოსის სამლოცველოები სამკურნალო ადგილებად ითვლებოდა. ასკლეპიოსის ატრიბუტია კვერთხზე შემოხვეული საღვთო გველი. [“1”] გაფრთხილება!

Read More