საყლაპავის შევიწროება

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საყლაპავის შევიწროება – (ქირურგ.) უხშირესად აღინიშნება მჟავების ან ტუტეების მიღების შემდეგ საყლაპავის დამწვრობის შედეგად, აგრეთვე საყლაპავის კიბოს დროს. სიმპტომები, მიმდინარეობა. ავადმყოფები უჩივიან საკვების ყლაპვის გაძნელებას. თავდაპირველად ძნელდება მკვრივი, მოცულობითი, ცუდად დაღეჭილი საკვების ყლაპვა, შემდგომ თანდათანობით ძნელდება თხიერი საკვების მიღებაც. ძალიან მძიმე შემთხვევებში, გაძნელებულია წყლის ყლაპვაც კი. ავადმყოფი წონაში იკლებს, აქვს შიმშილის და წყურვილის მუდმივი შეგრძნება.  მკურნალობა. საყლაპავის დამწვრობის შემდეგ განვითარებული ნაწიბუროვანი შევიწროების საწყის სტადიაში კეთდება სისტემატური ბუჟირება. იმ შემთხვევებში, როდესაც შევიწროება მკვეთრად არის გამოხატული, ხოლო ბუჟირება შეუძლებელი, ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა – კუჭის ფისტულის დადება ან ხელოვნური საყლაპავის შექმნა. კიბოს გამო საყლაპავის შევიწროებისას ნაჩვენებია ოპერაცია, მისი ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში – გასტროტომის დადება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook