საყმაწვილო მიოკლონური ეპილეფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საყმაწვილო მიოკლონური ეპილეფსია – მემკვიდრეობითი დაავადება; წარმოადგენს იდიოპათიკური ეპილეფსიის ყველაზე ხშირ ვარიანტს. ვლინდება მოზარდთა ასაკში უეცარი მიოკლონური კრუნჩხვით, რომელიც ხშირად წარმოიქმნება დილაობით, გაღვიძებისთანავე, აქვს ორმხრივი ხასიათი და ჩართულია ხელები. შემდგომში მას უერთდება გენერალიზებული ტონურ – კლონური გულყრები და ზოგჯერ აბსანსები. კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები და ფსიქიკური დარღვევები არ აღინიშნება. ეფექტურია ვალპროევის მჟავას პრეპარატები (კონვულექსი, დეპაკინი, აცედიპროლი)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა