სეკრეციული ჩანართები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სეკრეციული ჩანართები – (inclusiones secretoriae იხ.სეკრეცია)  ნივთიერებები, რომლებიც ციტოპლაზმაში გროვდებიან და უჯრედიდან გამოიყოფიან სეკრეციის პროცესში. მათ ახასიათებთ ზუსტი სპეციფიკური მოქმედება ორგანიზმის გარკვეულ სტრუქტურებზე (მაგალითად, ჰორმონები, ფერმენტები და სხვ.). აგრეთვე ისინი გამოყენებულია ქსოვილების მიერ მათთვის დამახასიათებელი ფუნქციების შესრულების პროცესში (მაგ., საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების  უჯრედების სეკრეტები მონაწილეობს საჭმლის შემადგენელი ნაწილების დაშლაში, საცრემლე ჯირკვლის  უჯრედების სეკრეტები ასველებს რქოვანას ეპითელიუმს და ა.შ.). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook