Tag Archives: სეკრეცია

ჰიპერანდროგენიზმი

განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერანდროგენიზმი – ქალებში ანდროგენის ჭარბი სეკრეცია.ჩვეულებრივად ჰიპერანდროგენიზმს თან ახლავს ჰირსუტიზმი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა (უკიდურესად იშვიათი მესტრუაციები, ოლიგომენორეა), მენორაგია, ოვულაციის არარსებობა, უნაყოფობის განვითარება, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერგლიკემია და ჰიპერტენზია.ყველა ეს ფაქტორი შეიძლება იყოს ქალის ორგანიზმში ზოგიერთი გენის მუტაციის შედეგი.

შტეინ – ლევენტალის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტეინ – ლევენტალის სინდრომი – ორივე საკვერცხის გადიდება მათი კაფსულის გასქელებითა და ფოლიკულის ცისტოზური ატრეზიით. ვლინდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში ჰირსუტიზმით, სიმსუქნით, მენსტრუალური ციკლის დარღვევით, უნაყოფობით. სინდრომს საფუძვლად უდევს  თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ანდროგენების ჭარბი პროდუქცია, რომლებიც გარდაიქმნებიან ესტროგენებად. ესტროგენების ჭარბი რაოდენობა ცვლილებას ახდენს  ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის ფუნქციურ მდგომარეობაზე,

Read More