სინოვიური ცისტა კანის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სინოვიური ცისტა კანის – კეთილთვისებიანი ცისტა, რომელიც ვითარდება კანის შემაერთებელი ქსოვილის ლორწოვანი დისტროფიის შედეგად. გვხვდება იშვიათად, უპირატესად ქალებში 40 წლის ასაკის ზემოთ; ცისტა ამოვსებულია ლორწოვანი ნივთიერებით. კანის სინოვიური ცისტა ლოკალიზებულია მტევნის თითების ზურგისა და გვერდითი ზედაპირების კანზე. როგორც წესი, წარმოიქმნება 1 – 2 ცისტა, რომელიც წარმოადგენს ნახევრადგამჭირვალე, მკვრივ წარმონაქმნს გლუვი მბზინავი ზედაპირით, დიამეტრით 1 სმ. ცისტის გაჩხვლეტისას მისგან გადმოედინება მწებავი, გამჭირვალე ჩალისფერ – მოყვითალო სითხე. ცისტა შეიძლება თვითნებურადაც გაიხსნას მოყავისფერო ქერქის წარმოქმნით. გაჩხვლეტის ან თვითნებური გახსნის შემდეგ ცისტა საკმაოდ მალე ივსება სითხით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook