Tag Archives: სითხით

ცისტა კბილის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტა კბილის – სინონიმი–კბილის ფესვის ირგვლივი ყბის ცისტა–ღრუ, რომელიც მდებარეობს კბილის ალვეოლის წანაზარდების სისქეში, ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ყბის ნაწილებიც, ამოფენილი გარსითა და გავსებული მოყვითალო ან მოყავისფერო სითხით, რომელიც შეიცავს ქოლესტერინის მარცვლებს, ჩირქს (ჩირქოვანი ცისტები), ლორწოს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ყვითრის პარკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითრის პარკი – (saccus vitellinus) ჩანასახსგარე (პროვიზორული) ორგანო, რომელიც ასრულებს ტროფიკულ ფუნქციას. იგი უვითარდება თევზების, რეპტილიების, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ჩანასახებს. ყვითრის პარკის კედელს ქმნის ყვითრის ეპითელიუმი, მეზენქიმა და გარეთა ეპითელიუმი. ყვითრის პარკის შიგნით ყვითრის პარკის ღრუა (cavum vitellinum), რომელშიც ყვითრია. იგი ტროფიკული მასალაა, რომლის ხარჯზეც მიმდინარეობს ჩანასახის

Read More