სინციტიური ტროფობლასტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სინციტიური ტროფობლასტი – (syncytiotrophoblastus, syn­trophoblastus) ადამიანის ჩანასახის ტროფობლასტის გარეთა სიმპლასტური ნაწილი, რომელიც იმპლანტაციის პროცესში წარ­მოიქმნება და მკვეთრად გამოხატული ჰიდროლიზური და ინვაზიური თვისებების გამო უზრუნველყოფს იმპლანტაციას. იმპლანტაციის პროცესში ბლასტოციტის პირველადი ტროფობლასტი (ციტოტრო­ფობლასტი  –  cytotrophoblastus) ლორწოვან გარსთან შეხების ადგილას გარდაიქმნება პლაზმოდიოტროფობლასტად  –  ინვაზიურ პლაზმოდიუ­მად, ტროფობლასტს ზედაპირზე უვითარდება გამონადრეკები  –  პირ­ველადი ხაოები (ვილლუს პრიმარიუს). ამ უკანასკნელს მეზენქიმას ჩაზრდის შემდეგ მეორეული (villus secundarius) ეწოდება. ტროფობ­ლასტს მრავალი ფუნქცია აქვს; ინვაზიური (პროტეოლიზური ფერ­მენტების გამომუშავება, რომლებიც უზრუნველყოფენ გამონადრეკთა და განტოტებათა ჩამყნობას საშვილოსნოს ლორწოვან გარსში), ნივთიერებათა ცვლას (უზრუნველყოფს აირთა ცვლას დედის სისხლთან, ჩანასახის კვებას და სხვ.). ენდოკრინული  –  ორსულობის დროს საკვერცხისა და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ფუნქციური მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ასე რომ, ტროფობლასტი უზრუნ­ველყოფს ჩანასახის განვითარების ადრეულ ეტაპებსა და იმპლანტაციას. იგი პლაცენტის ნაყოფისეული ნაწილის შემადგენელი ნაწილია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook