Tag Archives: მეზენქიმას

სკლეროტომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სკლეროტომები – (sclerotomi ბერძნ. scleros  –  მაგარი, tomos  –  ნაწილი)   ემბრიონული ნერგი, სომიტის ვენტრო – მედიალური უბანი, რომელიც მედიალურ – ვენტრალური მიმართულებით გამოიყოფა მეზოდერმის ზურგის სეგმენტებისგან. დასაბამს აძლევს მეზენქიმას . შემდგომში მისგან ვითარდება ხერხემალი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More

სინციტიური ტროფობლასტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინციტიური ტროფობლასტი – (syncytiotrophoblastus, syn­trophoblastus) ადამიანის ჩანასახის ტროფობლასტის გარეთა სიმპლასტური ნაწილი, რომელიც იმპლანტაციის პროცესში წარ­მოიქმნება და მკვეთრად გამოხატული ჰიდროლიზური და ინვაზიური თვისებების გამო უზრუნველყოფს იმპლანტაციას. იმპლანტაციის პროცესში ბლასტოციტის პირველადი ტროფობლასტი (ციტოტრო­ფობლასტი  –  cytotrophoblastus) ლორწოვან გარსთან შეხების ადგილას გარდაიქმნება პლაზმოდიოტროფობლასტად  –  ინვაზიურ პლაზმოდიუ­მად, ტროფობლასტს ზედაპირზე უვითარდება გამონადრეკები  – 

Read More