სისტემური ანალიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სისტემური ანალიზი – (ინტ.) systems analysis   სხვადასხვა  სახის რთულ პრობლემებზე გადაწყვეტილებების მომზადებისა და დასაბუთების მეთოდოლოგიურ საშუალებათა ერთობლიობა, რომელიც ეყრდნობა სისტემურ მიდგომას, თანამედროვე მართვის თეორიასა და  მათემატიკურ მეთოდებს. ანალიზის ძირითად პროცედურას რეალური სიტუაციის ურთიერთკავშირების ამსახველი განზოგადებული მოდელის შექმნა წარმოადგენს. 2. სისტემური ანალიზი – მეთოდებისა და საშუალებების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება რთული და ზერთული ობიექტების კვლევასა და კონსტრუირებაში, უპირველეს ყოვლისა, სოციალური, ეკონომიკური, ადამიანურ – მანქანური და ტექნიკური სისტემების პროექტირების, შექმნისა და მართვის გადაწყვეტილებათა გამომუშავების, მიღებისა და დასაბუთების მეთოდები. სისტემური ანალიზი წარმოიშვა მე – 20 ს. 60 – იან წლებში, როგორც ოპერაციებისა და სისტემოტექნიკის გამოკვლევათა  განვითარების შედეგი. სისტემური ანალიზის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძველია სისტემური მიდგომა და სისტემების ზოგადი თეორია. სისტემური ანალიზი ძირითადად გამოიყენება ხელოვნური სისტემების კვლევისას, ამასთან ასეთ სისტემებში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის ადამიანის მოღვაწეობას. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook