Tag Archives: რეალური

შარლ ბონეს ჰალუცინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარლ ბონეს ჰალუცინოზი – ჰალუცინოზი, რომელიც ვლინდება უპირატესად მხედველობითი ჰალუცინაციებით, ჩვეულებრივ ადამიანების, ცხოველების, საგნების რეალური გამოსახულებით. მიმდინარეობს ნათელი ცნობიერებისა და შენახული კრიტიკის  ფონზე, რის გამოც ავადმყოფები ასხვავებენ მოჩვენებასა და რეალობას. როგორც წესი, ვითარდება მოხუცებულებში დაქვეითებული მხედველობით. აღწერილია აგრეთვე სმენითი ვარიანტიც – სმენითი ჰალუცინაციები დაქვეითებული სმენის მქონე პირებში.

Read More

ფსიქოლოგიური კლიმატი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოლოგიური კლიმატი – პირველადი შრომითი კოლექტივის სოციალურ – ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ასახავს კოლექტივის წევრების რეალური ფსიქოლოგიის ხასიათს, შინაარსსა და მიმართულებას, რომელიც განპირობებულია მოცემული კოლექტივის საქმიანობის სოციალურ – ეკონომიკური პირობებით, ადამიანთა შორის ურთიერთდამოკიდებულების ხასიათითა და დონით, შრომის პირობებით, მისი ორგანიზაციით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More