Tag Archives: მხედველობით

შარლ ბონეს ჰალუცინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარლ ბონეს ჰალუცინოზი – ჰალუცინოზი, რომელიც ვლინდება უპირატესად მხედველობითი ჰალუცინაციებით, ჩვეულებრივ ადამიანების, ცხოველების, საგნების რეალური გამოსახულებით. მიმდინარეობს ნათელი ცნობიერებისა და შენახული კრიტიკის  ფონზე, რის გამოც ავადმყოფები ასხვავებენ მოჩვენებასა და რეალობას. როგორც წესი, ვითარდება მოხუცებულებში დაქვეითებული მხედველობით. აღწერილია აგრეთვე სმენითი ვარიანტიც – სმენითი ჰალუცინაციები დაქვეითებული სმენის მქონე პირებში.

Read More

ინტელექტის კოეფიციენტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინტელექტის კოეფიციენტი – ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობების რაოდენობრივი გამოსახვა, რომელშიც შედის განზოგადების, არითმეტიკული ამოცანების ამოხსნის, ანდაზების აზრის ინტერპრეტაციის, მხედველობით – სივრცობრივი სინჯების შესრულების უნარი და სხვ. განისაზღვრება სპეციალური ტესტების საშუალებით, რომლებიც ახდენენ როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური უნარის შეფასებას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More