სისხლის ფერადობის მაჩვენებელი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სისხლის ფერადობის მაჩვენებელი – პირობითი ერთეული, რომელიც ახასიათებს თითოეული ერითროციტის ჰემოგლობინით გაჯერების ხარისხს; გამოიყვანება ჰემოგლობინის შემცველობის შეფარდებით ერითროციტების რიცხვთან. მისი დაქვეითება მიუთითებს ერითროციტების ჰემოგლობინით არასაკმარის გაჯერებაზე (ჰიპოქრომული ანემიები – რკინადეფიციტური, თალასემია); მომატება აღინიშნება ერითროციტების მოცულობის გაზრდისას (ჰიპერქრომული ანემიების – პერნიციოზული, აუტოიმუნური, ჰემოლიზური და სხვ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook