სკლერედემა ახალშობილთა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სკლერედემა ახალშობილთა – (scleroedema neonatorum; ბერძ. Scleros მყარი, მკვრივი + oidema სიმსივნე)ახალშობილთა მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კანისა და კანქვეშა უჯრედისის შემოსაზღვრული გამკვრივებით და შეშუპებების წარმოქმნით; აღინიშნება ახალშობილ ბავშვებში. სკლერედემის განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის გადაცივება და ჰიპოპროტეინემია. სკლერედემის დროს ბავშვის დაბადების პირველივე დღეებში ვლინდება კანისა და კანქვეშა უჯრედისის გამკვრივება ბარძაყების გარეთა მხარეზე, ზოგჯერ დუნდულოებზე, რასაც განსხვავებით სკლერემისაგან არ აქვს ტენდენცია გენერალიზაციისაკენ; კანი დაჭიმული და შეხებით ცივია, დაჭერისას ჩნდება ღრმულები, რომელიც ქრება ძალიან ნელა. კარგი მოვლის პირობებში სკლერედემა გაივლის რამდენიმე კვირაში. პროფილაქტიკა მდგომარეობს გადაცივების თავიდან აცილებაში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook