Tag Archives: ჰიპოპროტეინემია

ჰიპოპროტეინემია

ჰიპოპროტეინემია – სისხლში ცილის შემცველობის დაქვეითება (60 გ/ლ ქვევით). აღინიშნება ორგანიზმიდან მისი ჭარბად გამოყოფის (ნეფროზული სინდრომი გლომერულონეფრიტის დროს, ამილოიდოზი, შაქრიანი დიაბეტი), მისი არასაკმარისი სინთეზის დროს (ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი), ასევე შიმშილობისა და სხვ. მდგომარეობების დროს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

სკლერედემა ახალშობილთა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სკლერედემა ახალშობილთა – (scleroedema neonatorum; ბერძ. Scleros მყარი, მკვრივი + oidema სიმსივნე)ახალშობილთა მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კანისა და კანქვეშა უჯრედისის შემოსაზღვრული გამკვრივებით და შეშუპებების წარმოქმნით; აღინიშნება ახალშობილ ბავშვებში. სკლერედემის განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის გადაცივება და ჰიპოპროტეინემია. სკლერედემის დროს ბავშვის დაბადების პირველივე დღეებში ვლინდება კანისა და კანქვეშა უჯრედისის გამკვრივება

Read More