ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
სოტოსის დაავადება – იდიოპათიკური გიგანტიზმი, ტვინისმიერი გიგანტიზმი, მემკვიდრეობითი გიგანტიზმის ნაირსახეობა. გადაცემის ტიპი როგორც ავტოსომურ – დომინანტური, ისე რეცესიული. ნიშნები: ახალშობილის მასა 4,5კგ – ის ირგვლივ, სიგრძე 60 სმ. დაბადების პირველსავე კვირეებში აღინიშნება ახალშობილის სწრაფი ზრდა, სახის ნაკვთები უხეში – ღრმად ჩავარდნილი თვალის კაკლებით, ჰიპერტელორიზმი, მაკროგენია, პროგერია, მაღალი სასა, ზედა და ქვედა კიდურთა დაგრძელება, გონებრივი განვითარების შეფერხება, შიგნითა ჰიდროცეფალია. [“3”]
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა