სტილის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სტილის სინდრომი – იუვენილური (ბავშვთა) რევმატოიდული ართრიტის ვარიანტი, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაზიანებით. სიმპტომები. დაავადება ხასიათდება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ცხელებით, რომელიც ემორჩილება სალიცილატებს, მოგვიანებით ვითარდება ართრიტი მსხვილი სისხლძარღვების დაზიანებით. პარალელურად აღინიშნება ღვიძლის, ელენთის გადიდება, ლიმფადენოპათია, ცვლილებები კანზე, ლეიკოციტოზი. იშვიათად გვხვდება სეროზული გარსების დაზიანება (პლევრიტი, პერიკარდიტი). ზოგჯერ ვისცერული დაზიანებები გამოდიან წინა პლანზე, მაშინ როცა სახსრების დაზიანებები ზომიერადაა გამოხატული. ლაბორატორიული ცვლილებები არასპეციფიკურია. ლეიკოციტოზის გარდა აღინიშნება ედს – ის მომატება, იშვიათად ზომიერი ანემია. რევმატოიდული ფაქტორი ვლინდება მხოლოდ ავადმყოფთა 15% – ში და ისიც, როგორც წესი, უმნიშვნელო ტიტრებით. სახსრების მხრივ დაზიანებების პროგრესირების პარალელურად, იზრდება რევმატოიდული ფაქტორის აღმოჩენის სიხშირეც.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook