სტოქსის საყელო

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სტოქსის საყელო – (W. Stokes, ირლანდ. ექიმი; სინ.: სტოქსის სინდრომი) კისრის, ხშირად თავის, ზედა კიდურებისა და ბეჭების მიდამოს შეშუპება. წარმოიქმნება ზედა ღრუ ვენის, ასევე მარჯვენა ან მარცხენა მხარ – თავის ვენების მიჭყლეტისას. მიჭყლეტის მიზეზი შესაძლოა იყოს მედიასტინიტები, შუასაყარის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, მკერდუკანა ჩიყვი, მკერდუკანა ჯირკვლის (თიმუსის) სიმსივნე, ფილტვის ბრონქოგენური კიბო, ლიმფური კვანძების გადიდება, ასევე ექსუდაციური პერიკარდიტი, აორტის ანევრიზმა, გულის მანკები, ფილტვისმიერი გული. დაავადება ხშირად მიმდინარეობს სახის ციანოზითა და შეშუპებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook