სტომატოგენური ინფექცია ქრონიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სტომატოგენური ინფექცია ქრონიკული – ქრონიკული ანთების კერა  პირის ღრუში,  რომელიც იწვევს ორგანიზმის სენსიბილიზაციას. სიმპტომები. ახასიათებს დუნე, ხანგრძლივი მიმდინარეობა. ვლინდება სისუსტე, სწრაფად დაღლა, თავის ტკივილი,   სხეულის სუბფებრილური ტემპერატურა, ლეიკოციტოზი, რომელიც მონაცვლეობს ლეიკოპენიასთან, ლიმფოციტოზი, მეორადი ანემია, ედსის მომატება. კანის დადებითი სინჯები ალერგენებზე, კერძოდ სტრეპტოკოკური. ვლინდება კბილები მკვდარი პულპით, პაროდონტული ჯიბეები და სხვ. კერა არაიშვიათად განაპირობებს რევმატიზმის, რევმატოიდული ართრიტის, ნეფრიტის, ირიდოციკლიტის და სხვა ინფექციურ –  ალერგიული დაავადებების განვითარებას. მკურნალობა. ჩვეულებრივ მიმართავენ კბილის ამოღებას, პათოლოგიური ჯიბის ქირურგიულ დამუშავებას. პროფილაქტიკა  –  პირის ღრუს სანაცია და მასში ქრონიკული კერების დროული ლიკვიდაცია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა