Tag Archives: ლიკვიდაცია

ყბისახლო აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო აბსცესი – ჩირქოვანი ანთება დაშლის შემოსაზღვრული კერის წარმოქმნით ყბა – სახის მიდამოს ქსოვილებში. ეტიოლოგია. შერეული ფლორა, ძირითადად სტრეპტო – და სტაფილოკოკები. ინფექციის წყაროა ანთების მწვერვალახლო და პერიკორნეალური კერები და პაროდონტული ჯიბეები. პათოგენეზი დაკავშირებულია მიმდებარე რბილ ქსოვილებში ინფექციის გავრცელებასთან ლიმფური ან ვენური დინებით ან ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციით.

Read More

ტენეზმები

ტენეზმები – (ბერძნ. tenesmos  –  ცრუ ჭინთვა < teino  –  ვძაბავ), მტკივნეული, ცრუ ჭინთვები დეფეკაციის ან შარდვის დროს. იწვევს სწორი ნაწლავის ან შარდის ბუშტის კუნთების ტონური შეკუმშვა, ამავე დროს სფინქტერების სპაზმური შეკუმშვა ხელს უშლის ორგანოს დაცლას.. ტენეზმები აღინიშნება დიზენტერიის, სწორი ნაწლავის სხვადასხვა პათოლ. პროცესის ( ანთება, ნახეთქები უკანა გასავალში, ბუასილი, სიმსივნე) დროს ან შარდის ბუშტისა

Read More