ყბისახლო აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ყბისახლო აბსცესი – ჩირქოვანი ანთება დაშლის შემოსაზღვრული კერის წარმოქმნით ყბა – სახის მიდამოს ქსოვილებში. ეტიოლოგია. შერეული ფლორა, ძირითადად სტრეპტო – და სტაფილოკოკები. ინფექციის წყაროა ანთების მწვერვალახლო და პერიკორნეალური კერები და პაროდონტული ჯიბეები. პათოგენეზი დაკავშირებულია მიმდებარე რბილ ქსოვილებში ინფექციის გავრცელებასთან ლიმფური ან ვენური დინებით ან ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციით. სიმპტომები. შემოსაზღვრული შეშუპება, ჰიპერმიული და დაჭიმული კანის ან ლორწოვანი გარსის ქვეშ აღინიშნება ფლუქტუაცია. ზოგადი მოვლენების გამოხატულება (თავის ტკივილი, შემცივნება, ლეიკოციტოზი) განისაზღვრება აბსცესის ლოკალიზაციითა და ზომებით. ღრძილსქვეშა აბსცესები შესაძლებელია თავისთავად გაიხსნას. მკურნალობა. ენის, ხახისახლო სივრცის, ყბა – სახის ღარის და სხვა ლოკალიზაციის აბსცესები საჭიროებენ გაკვეთას. ტარდება აბსცესის ღრუს დრენირება. ანტიბიოტიკები ინიშნება ტემპერატურის მომატებისა და ინტოქსიკაციის მოვლენების დროს. პროგნოზი კეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა: დროული ატრავმული ენდოდონტური მკურნალობა და პაროდონტული ჯიბეების ლიკვიდაცია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა