Tag Archives: რეზორბციით

ყბისახლო აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო აბსცესი – ჩირქოვანი ანთება დაშლის შემოსაზღვრული კერის წარმოქმნით ყბა – სახის მიდამოს ქსოვილებში. ეტიოლოგია. შერეული ფლორა, ძირითადად სტრეპტო – და სტაფილოკოკები. ინფექციის წყაროა ანთების მწვერვალახლო და პერიკორნეალური კერები და პაროდონტული ჯიბეები. პათოგენეზი დაკავშირებულია მიმდებარე რბილ ქსოვილებში ინფექციის გავრცელებასთან ლიმფური ან ვენური დინებით ან ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციით.

Read More

ლიმფა

ლიმფა – (ლათ. Lympha სუფთა წყალი) ორგანიზმის თხიერი ქსოვილი, რომელსაც შეიცავს ადამიანისა და მაღალორგანიზებული ხერხემლიანების ლიმფური ძარღვები და კვანძები. ლიმფა წარმოიქმნება ინტერსტიციული სითხის რეზორბციით ლიმფურ ძარღვებში. მისი ძირითადი ფუნქციებია: ინტერსტიციული სითხის შემადგენლობისა და მოცულობის მუდმივობის შენარჩუნება; ჰუმორული კავშირის უზრუნველყოფა ყველა ორგანოებისა და ქსოვილების ინტერსტიციულ სითხეებს შორის, ლიმფურ აპარატსა და სისხლს შორის; საკვები ნივთიერებების დაშლის პროდუქტების

Read More