ტიმეს სინდრომი

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტიმეს სინდრომი – შინაგანი სეკრეციის რამდენიმე ჯირკვლის უკმარისობის თანაარსებობა. ესენია: მკერდუკანა ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვლები და ჰიპოფიზი. ნიშნები: დაღლილობა, არტერიული წნევის დაქვეითება, თავის ტკივილი, ზრდაში შეფერხება. პირველი ფაზა იწყება სქესობრივ მომწიფებამდე  –  გრძელი ლულოვანი ძვლების ეპიფიზების დახურვის შეჩერება, ცვლილებები სახსრებში, თხელი თმიანობა, არადამაკმაყოფილებელი თმიანობა (წარბების, წამწამების, იღლიებში), კუნთების კრუნჩხვები, სპაზმოფილია, მიდრეკილება კანში სისხლჩაქცევებისადმი, კბილების ამოსვლის შეფერხება, ნუშისებრი ჯირკვლების გადიდება, ადენოიდები, ჰიპოგლიკემია, კიდურთა ციანოზი, ენურეზი. მეორე ფაზა იწყება პუბერტობის პერიოდში. ნიშნები: სწრაფი ზრდა, მენსტრუაციის დაწყების შეფერხება, გენიტალური ინფანტილიზმი, ჰიპერქლორჰიდრემია, ენურეზი. მესამე ფაზა –  იწყება ოცი წლის შემდეგ. ახასიათებს თურქული კეხის გაფართოება, აკრომეგალია, ძილიანობა, ხშირი თავის ტკივილი, ზოგჯერ გონების დაკარგვა, ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები, ნელ – ნელა განვითარებული ჭკუასუსტობა. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook