Tag Archives: ეპილეპტიფორმული

ფოლჰარდის ფსევდოურემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლჰარდის ფსევდოურემია – ფოლჰარდის კრუნჩხვითი ურემია. ამ დროს თირკმლების ფუნქცია არ იცვლება, ნარჩენი აზოტის რაოდენობა სისხლში არ არის მომატებული. მისი ნიშნები წარმოიქმნება ტვინის ინტრა და ექსტრაცელულარული შეშუპებით. კლინიკური ნიშნებია  –  თავის ტკივილი, ღებინება, ბრადიკარდია, ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები, გონების გარდამავალი დაკარგვა. ყველაზე ხშირად გვხვდება მწვავე ნეფრიტის დასაწყის სტადიაში. [“3”]

Read More

ტიმეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტიმეს სინდრომი – შინაგანი სეკრეციის რამდენიმე ჯირკვლის უკმარისობის თანაარსებობა. ესენია: მკერდუკანა ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვლები და ჰიპოფიზი. ნიშნები: დაღლილობა, არტერიული წნევის დაქვეითება, თავის ტკივილი, ზრდაში შეფერხება. პირველი ფაზა იწყება სქესობრივ მომწიფებამდე  –  გრძელი ლულოვანი ძვლების ეპიფიზების დახურვის შეჩერება, ცვლილებები სახსრებში, თხელი თმიანობა, არადამაკმაყოფილებელი თმიანობა (წარბების, წამწამების, იღლიებში), კუნთების

Read More