ტრავმული ტოქსიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტრავმული ტოქსიკოზი – (ბერძ. Trauma დაზიანება, ჭრილობა)თავისებური პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება  დაზარალებულებში კიდურების რბილი ქსოვილების ხანგრძლივი (4 – 8 საათი) გაჭყლეტით დანგრეული შენობების, ნაგებობების ნამტვრევებით, შახტების ჩამონგრევისას და სხვ. ტრავმული ტოქსიკოზის კლინიკური მიმდინარეობა იყოფა 3 პერიოდად: ადრეული (მე – 3 დღემდე), როდესაც სჭარბობს შოკის მოვლენები; შუამდებარე (მე – 3 – დან 8 – 12 დღემდე) თირკმლის მწვავე უკმარისობის სიჭარბით; გვიანი (8 – 12 დღიდან 1 – 2 თვემდე), ანუ გამოჯანმრთელების პერიოდი, ადგილობრივი სიმპტომების სიჭარბით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook