ურბახ – ვიტეს დაავადება

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ურბახ – ვიტეს დაავადება – (E. Urbach, ამერიკ. დერმატოლოგი; C. Wiethe, ავსტრ. ოტოლარინგოლოგი; სინ.: კანისა და ლორწოვანი გარსების ჰიალინოზი, ლიპოპროტეინოზი) კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადება, რომელიც წარმოიქმნება ლიპიდური და ცილოვანი ცვლის მოშლის შედეგად. დაავადება ვლინდება ჩვილ ასაკში კანის, ასევე პირის ღრუსა და ხორხის ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო ცვლილებებით. პროცესი პროგრესირებს სქესობრივ მომწიფებამდე, რის შემდგომაც იგი სტაბილიზირდება. პირველი სიმპტომებია ხმის ჩახლეჩა, ქოშინი, მშრალი ხველა და სხვ. ლოყების, შუბლისა და თავის თმიან ნაწილის კანზე, ასევე ტუჩებზე, ენაზე, ნუშურებზე, ხახის კედლებზე ჩნდება პატარა, ბრტყელი ან ნახევარსფერული ელასტიური კონსისტენციის კვანძები. კვანძებს ლორწოვან გარსებზე აქვთ მოყვითალო ფერი. თანდათანობით ვითარდება ჰიპერკერატოზი და პაპილომატოზი, ასევე მეჭეჭისებრი წარმონაქმნები. კვანძების გაწოვის შემდეგ კანზე რჩება პიგმენტირებული ნაწიბურები. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება ქალაშიდა სიმეტრიული ჩაკირვა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook