Tag Archives: ჩვილ

ციულცერ – ოგდენის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციულცერ – ოგდენის დაავადება – (W. W. Zuelzer, ამერ. პედიატრი; F. N. Ogden, ამერ. ექიმი) ჰიპოქრომული ანემია ჩვილ ბავშვებში, რომელიც განპირობებულია საკვებში ციანკობალამინის, ფოლიუმისა და ასკორბინის მჟავას უკმარისობით; ხასიათდება ჰემორაგიული დიათეზით, ჰემოპოეზის მეგალობლასტური ფორმით, ჰეპატოსპლენომეგალიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფიბრომატოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბრომატოზები – დისპლაზიური პროცესები შემაერთებელ ქსოვილში, რომლებიც მოკლებულნი არიან ანთებითი რეაქციების ნიშნებსა და თავისებურებებს, რომლებიც დამახასიათებელია რაიმე გარკვეული სიმსივნისათვის. თანდაყოლილი ფიბრომატოზები აღინიშნება ახალშობილებში, ჩვილ ბავშვებში, სკოლამდელებში და მოზარდებში. თანდაყოლილი გენერალიზებული ფიბრომატოზი ხასიათდება მრავლობითი კერებით კანქვეშა უჯრედისში, კუთებში, შინაგან ორგანოებსა და ძვლებში. ისინი დიდდებიან, წარმოიქმნება ახალი კვანძები. კანი

Read More