უჯრედშორისი ნივთიერება

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედშორისი ნივთიერება – (substantia intercellularis) – ფიბრობლასტური რიგის უჯრედების დიფერენცირების პროდუქტი, რომელიც შედგება ბოჭკოვანი სტრუქტურების, ამორფული (ძირითადი) ნივთიერებისა და ქსოვილოვანი სითხისაგან. უჯრედშორისი ნივთიერება შეიცავს კოლაგენურ, პრეკოლაგენურ, რეტიკულურ და ელასტიკურ ბოჭკოებს , აგრეთვე ამორფულ ნივთიერებას ქსოვილოვანი სითხით. ხრტილოვან ქსოვილში ის შეიცავს ქონდრულ ბოჭკოებსა და ქონდრიომუკოიდს, ძვლოვან ქსოვილში – ოსეინურ ბოჭკოებს , ოსეომუკოიდსა და მინერალურ მარილებს. უჯრედშორისი ნივთიერების წარმოქმნის მექანიზმზე იხ.ტერმინების: კოლაგენური, ელასტიკური, პრეკოლაგენური, რეტიკულური, ქონდრული, ოსეინური ბოჭკოების აღწერა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook