ფავრ – რაკუშოს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფავრ – რაკუშოს დაავადება – (M. J. Favre, ფრანგ. დერმატოლოგი; J. Racouchot, ფრანგი დერმატოლოგი; სინ.: კანის ელასტოიდოზი ცისტებითა და კომედომებით, კანის კვანძოვანი ელასტოიდოზი) კანის ელასტიკური ბოჭკოების  დისტროფიული ცვლილებები ხანშიშესულ მამაკაცებში, რასაც თან ახლავს კომედომებისა და ცისტების წარმოქმნა. ფავრ – რაკუშოს დაავადების დროს კანი გასქელებულია (ზოგჯერ რბილი), არასწორი, მოწითალო – მოლურჯო ფერის, დანაოჭებული, აღინიშნება კომედომები, მოყვითალო – თეთრი ცისტები, ღრმად მდებარე მცირე ზომის მკვრივი კვანძები; ხანგრძლივად არსებული პროცესის დროს წარმოიქმნება მოხუცებულობითი კერატომები, ზოგჯერ ბაზალიომები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook