ფავუსი (ქეცი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფავუსი (ქეცი) – (კანისა და ვენ. დაავ.) სოკოვანი დაავადება. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან ან მის ნივთებთან პირდაპირი კონტაქტის საშუალებით.  სიმპტომები. დაავადება იწყება მცირე ზომის, ერითემატოზულ – აქერცვლადი კერების გაჩენით, რომლებიც ერწყმიან რა ერთმანეთს, წარმოქმნიან, ფოლაქებს, რომლებიც დაფარულნი არიან ანაქერცლებით და ქერქებით. თმის ფოლიკულში სოკოს შეღწევის შედეგად მის შესავალში წარმოიქმნება ყვითელი ქერქი – ფორმირებადი ფავოზური ფარის ცენტრი, რომელიც შედგება სოკოს ელემენტებისგან და ეპიდერმისის დაშლის პროდუქტებისგან. ხდება პერიფერიული ნაწილის ამოწევა და ცენტრის ჩაზნექვა. ფავოზური ფარის სიდიდე შეადგენს 1 – 3 მმ – ს. აგრეთვე დამახასიათებელია ,,ამბარული’’ (თაგვის) სუნი, ,,ფავოზური პარიკი’’ (რომელსაც დაკარგული აქვს თავისი ელვარება, თითქოს დამტვერილი თმები). თმები მტვრევადი არ არიან, თუმცა ადვილად ხდება მათი ამოძრობა. პროცესი სრულდება თავის თმიანი ნაწილის დაზიანებული კერების ნაწიბუროვანი ატროფიით. ფავუსის კლინიკური ვარიანტები: მიკროსკუტულარული ფორმა (მცირე ზომის ფარებით), ალოპეციური, ფარების გარეშე, ერითემატოზურ – სქვამოზური ფორმები (ფსორიაზოფორმული: ცელსი კერიონი, იმპეტიგინოიდური).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა