ფელტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფელტის სინდრომი – (A. R. Felty, ამერიკ. ექიმი)რევმატიული ართრიტის ფორმა, რომელიც სახსრების დაზიანებასთან ერთად ხასიათდება ნეიტროპენიითა და სპლენომეგალიით. სინდრომი ვითარდება რევმატიული ართრიტით დაავადებულებში, როგორც წესი, სისხლის შრატში რევმატოიდული ფაქტორის არსებობისას, საშუალოდ 10 წლის შემდეგ დაავადების დაწყებიდან. სახსრების დაზიანება ხასიათდება კლასიკური რევმატოიდული ართრიტისათვის დამახასიათებელი მტევნებისა და ტერფის მცირე სახსრების პოლიართრიტით, რომლის გამოხატულების ხარისხი სხვადასხვაგვარია. ავადმყოფებში ხშირია რევმატოიდული ართრიტის სხვადასხვა სისტემური გამოვლინებები: კანქვეშა კვანძები, პოლინევროპათია, გამოხატული კუნთოვანი ატროფია, სხეულის მასის სწრაფი დაკლება, ცხელება, გენერალიზებული ლიმფადენოპათია, ჰეპატომეგალია, მიოკარდიტი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook