ფიალისებრი უჯრედები

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფიალისებრი  უჯრედები – / ეგზოკრინოციტი ფიალისებრი / (cellulae calyculares / exocrinocyti calyciformes ბერძნ. exo  –  გარეთ, crinein  –  გამოყოფა, ლათ. calyx, calycis  –  ფიალა / ) ნაწლავის, აგრეთვე მრავალრიგიანი წამწამოვანი ეპითელიუმის  უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ლორწოვან სეკრეტს. ისინი არსებითად თავისებური ერთუჯრედიანი ჯირკვლებია. ლორწოს დაგროვების მიხედვით მათი ციტოპლაზმა იჯირჯვება, ბირთვი კი გადაიწევს უჯრედის ვიწრო ნაწილში მისი ფუძისაკენ. ამრიგად, შეცვლილი  უჯრედები თავისი ფორმით ჰგავს ფიალას, საიდანაც წარმოდგება მათი სახელწოდება. ფიალისებრ უჯრედებს ახასიათებს მეროკრინული ტიპის სეკრეცია (იხ. უჯრედის სეკრეცია). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook