ფოქს – ფორდაისის დაავადება

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფოქს – ფორდაისის დაავადება – (G. H. Fox, ამერ. დერმატოლოგი; J. A. Fordyce. ამერ. დერმატოლოგი) კანის იშვიათი ქრონიკული დაავადება, რომელიც გამოწვეულია საოფლე ჯირკვლების ფუნქციის მოშლით. კლინიკური სურათი ხასიათდება იღლიისქვეშა ფოსოების კანის სიმეტრიული დაზიანებით, ხშირად დვრილებისა და სასქესო ორგანოების, იშვიათად – ჭიპის, ბოქვენის, შორისის, ბარძაყის შიგნითა ზედაპირის არეში, სადაც წარმოიქმნება პაპულები; მათ აქვთ მრგვალი ფორმა, ხშირად ჯგუფდებიან ბალთებად, აქვთ ღია ყავისფერი, მოვარდისფერო ან ნორმალური კანის ფერი, შეხებისას მკვრივია, მათი დიამეტრი 5 მმ – მდეა. ავადმყოფებს აწუხებთ მტანჯველი ქავილი, რომელიც ძლიერდება მენსტრუაციის დროს. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook