ფოტოფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფოტოფსია – პათოლოგიური მდგომარეობა: მხედველობის ველში მნათი წერტილების, ფერადი ლაქების, კლაკნილი ხაზების წარმოქმნა. წარმოიქმნება ბადურას დაზიანებისას და თავის ტვინის ქერქის მხედველობის ზონის გაღიზიანების დროს (მაგ. შაკიკის ან ეპილეფსიური გულყრის დროს), ასევე როგორც ელემენტარული მხედველობითი ჰალუცინაციები ფსიქიკური დარღვევებისას.

გაფრთხილება!