პერსევერაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პერსევერაცია – (ფსიქოლოგია) (ლათ. perseveratio – შეუპოვრობა) რაიმე მოქმედების, აზრების, ან განცდების ციკლური განმეორება ან დაჟინებული კვლავწარმოქმნა, ხშირად შეგნებული განზრახვის მიუხედავად. განასხვავებენ პერსევერაციას მოტორულ, ემოციურ, სენსორულ – პერცეპტიულ (იხ. ეიდეტიზმი) და ინტელექტუალურ სფეროებში. პერსევერაციისადმი ტენდენცია ხშირად აღინიშნება თვის ტვინის ლოკალური დაზიანებებისას, მეტყველების, მოტორული და ემოციურ დარღვევებისას; პერსევერაცია შესაძლებელია აგრეთვე ყურადღების გაფანტვისას, ან მწვავე გადაღლის დროს.  ვარაუდობენ, რომ პერსევერაციას საფუძვლად უდევს ნეირონთა სტრუქტურების ციკლური აღგზნების პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია მოქმედების შეწყვეტის შესახებ სიგნალის დაგვიანებასთან.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა