პირამიდული უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პირამიდული უჯრედები – (cellulae pyramidales) თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ასოციაციური ნერვული უჯრედები. მათ სხეულს აქვს პირამიდის ფორმა, რომლის წვერი ქერქის ზედაპირისკენაა მიმართული. პირამიდული უჯრედების წვერებიდან და გვერდებიდან გამოდის დენდრიტები, ფუძიდან კი – ნეირიტი. სხეულის ზომის მი­ხედ­ვით არჩევენ მცირე, საშუალო და დიდ პირამიდულ უჯრედებს, რომლებიც ქერქში შრეებადაა განლაგებული. იხ. უჯრედები ბეცის.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა