პირონინოფილია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პირონინოფილია – (pyroninophilia საღებარის სახელწოდებიდან „პირონინი“, ბერძნ.pyr – ცეცხლი და philia – სიყვარული) უჯრედების სტრუქტურების უნარი, შეიღებოს პირონინით წითლად. პირონინი იძლევა სპეციფიკურ რეაქციას რნმ – თან და ამიტომ შერჩევითად ღებავს რნმ – ის შემცველ სტრუქტურებს (მაგალითად, ბირთვაკებს, რიბოსომებს). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა