პიშონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პიშონის სინდრომი – სფენოიდური (ორბიტის ზედა) ნაპრალის სინდრომი. ხასიათდება თავის ტვინის მეორე – მესამე, მეოთხე და მეექვსე წყვილი ნერვებისა და მეხუთე წვვილი ნერვის ზედა ტოტის ცალმხრივი დაზიანებით. კლინიკურად აღინიშნება ცალმხრივი ტოტალური ოფთალმოპლეგია, სიბრმავე და ანესთეზია სამწვერა ნერვის თვალის ტოტის საინერვაციო არეში. გვხვდება ამ მიდამს პერიოსტიტის, სიმსივნის, არაქნოიდიტის, აგრეთვე მენინგიტის და შიგნითა საძილე არტერიის წინა ნაწილის ანერიზმის დროს. სინონიმი: კასტარინის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა