პლაზმოლიზი (პლაზმოლიზისი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პლაზმოლიზი (პლაზმოლიზისი) – 1. უჯრედის წყლის დაკარგვა ჰიპერტონულ ხსნარში, რაც მიმდინარეობს ციტოპლაზმის აშრევებით უჯრედის გარსიდან; 2. ციტოლიზის სტადია, რაც მდგომარეობს ციტოპლაზმის გაჯირჯვებაში პროტელიზური ფერმენტების ზემოქმედებით. 3.  (plasmolysis იხ.პლაზმა და ბერძნ.lysis – გახსნა) – უჯრედული დეგენერაციის ერთ – ერთი ფორმა, რომელიც ვლინდება ციტოპლაზმის კედლისპირა შრის გამოყოფით მცენარეული უჯრედის მკვრივი გარსიდან. ეს ხდება დამაზიანებელი ფაქტორების მოქმედებით ციტოპლაზმის ნივთიერების შეკუმშვის შედეგად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა