პნევმოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პნევმოგრაფია – (ბერძნ. pneuma – სუნთქვა და …გრაფია), ადამიანისა და ცხოველთა სუნთქვითი მოძრაობის რეგისტრაცია. იყენებენ ექსპერ. და კლინიკურ – ფიზიოლ. გამოკვლევებში სუნთქვითი მოძრაობების ხასიათის, გარეგანი სუნთქვის რეგულაციისა და მისი დარღვევების შესასწავლად სხვადასხვა დაავადებისა და პათოლ. მდგომარეობის დროს. გამოკვლევებს ატარებენ სპეც. აპარატით – პნევმოგრაფით, მაგრამ ეს აპარატი ფილტვების ვენტილაციის რაოდენობრივ შეფასებას არ იძლევა. ამიტომ ფილტვების ძირითადი მოცულობის რეგისტრაციისათვის იყენებენ სპირომეტრიას, ხოლო ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის მოცულობითი სისწრაფის რეგისტრაციისათვის – პნევმოტაქოგრაფიას. სუნთქვით მოძრაობებში ცალკეული კუნთის მონაწილეობისა და გარეგანი სუნთქვის თავისებურებათა ანალიზის ჩასატარებლად პნევმოგრაფიასთან ერთად მიმართავენ სასუნთქი კუნთების ელექტრომიოგრაფიას. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა