პოდაგრა

პოდაგრა
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

პოდაგრა – სახსრების დაავადება, რომელიც განპირობებულია მათში შარდმჟავა მარილების (ურატების) ჩალაგებით. შესაძლოა დაზიანდეს ნებისმიერი სახსარი, განსაკუთრებით ხშირად კი  – ტერფის თითების სახსრები.
ავადდებიან უპირატესად მამაკაცები. არც თუ იშვიათად ადგილი აქვს ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა სახის დარღვევებს, კერძოდ სიმსუქნისადმი მიდრეკილებას. დამახასიათებელია თითქმის მუდმივი ჰიპერურიკემია.

სიმპტომები, მიმდინარეობა

დაავადება ხშირად მიმდინარეობს მორეციდივე მწვავე ართრიტის სახით, რომელიც რევმატოიდული ართრიტისგან განსხვავებით, არ იწვევს სახსრების ფუნქციების გამოხატულ დარღვევებს და დეფორმაციას.
მწვავე შეტევის დროს სხვებზე ხშირად ზიანდება ფეხის დიდი თითის უკანა ტერფ – ფალანგის სახსარი. დამახასიათებელია მწვავე ტკივილი დაზიანებულ სახსარში, რომელიც შემდგომ შუპდება და წითლდება. ვითარდება ცხელება, ტაქიკარდია, სისხლში – ლეიკოციტოზი.
მწვავე ართრიტის წარმოშობის სწორი შეფასების მიზნით, მიზანშეწონილია პოდაგრის არასისხლძარღვოვანი გამოვლინებების ძებნა. ყურის ბიბილოში შესაძლებელია აღმოჩნდეს დამახასიათებელი კვანძები – ტოფები, რომლებიც შეიცავენ შარდმჟავა მარილებს. ასევე ნახულობენ მისი (შარდმჟავა მარილის) შემცველობის მომატებას სისხლში.
განმეორებითი შეტევების, აგრეთვე დაავადების ქრონიკული მიმდინარეობის დროს, შესაძლებელია გამოვლინდეს სახსრების მცირე დეფორმაციები. ზოგჯერ შესაძლებელია თირკმლების დაზიანება პიელონეფრიტის და ნეფროანგიოსკლეროზის განვითარებამდეც კი. თუმცა თირკმლების ფუნქციების ცვლილებები ვითარდება ნელა, ხოლო ურემიის განვითარება საერთოდ ძალიან იშვიათია.
დაავადების ატიპიური მიმდინარეობის, აგრეთვე სახსრების უმნიშვნელო დაზიანებისა და თირკმლების ნელა მოპროგრესირე დაზიანებების გამო, დიგნოზის დასმა ზოგჯერ მოგვიანებით ხდება. შესაძლებელია მეორადი ჰიპერურიკემიის განვითარება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის, სისხლის ზოგიერთი დაავდებების დროს.

იხ. სტატიები: მიკროკრისტალური ართრიტებიფსევდოპოდაგრა; ნიკრისის ქარი; შარდმჟავას ცვლაზე მოქმედი საშუალებები

პოდაგრა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤔 რა არის პოდაგრა?
🦴 პოდაგრა – სახსრების დაავადება, რომელიც განპირობებულია მათში შარდმჟავა მარილების (ურატების) ჩალაგებით
🔗 შესაძლოა დაზიანდეს ნებისმიერი სახსარი, განსაკუთრებით ხშირად კი – ტერფის თითების სახსრები
🛑 დაავადება ხშირად მიმდინარეობს მორეციდივე მწვავე ართრიტის სახით, რომელიც რევმატოიდული ართრიტისგან განსხვავებით, არ იწვევს სახსრების ფუნქციების გამოხატულ დარღვევებს და დეფორმაციას
❗️ მწვავე შეტევის დროს სხვებზე ხშირად ზიანდება ფეხის დიდი თითის უკანა ტერფ – ფალანგის სახსარი. დამახასიათებელია მწვავე ტკივილი დაზიანებულ სახსარში, რომელიც შემდგომ შუპდება და წითლდება. ვითარდება ცხელება, ტაქიკარდია, სისხლში – ლეიკოციტოზი
👉 გაიგეთ მეტი პოდაგრაზე ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3NbIy7H

#პოდაგრა #პოდაგრასსტადიები #პოდაგრასსიმპტომები #მწვავეპოდაგრა #ქრონიკულიპოდაგრა #სახსრებისდეფორმაცია #როგორმოვიშოროთშარდმჟავა #ტერფისთითებისდაზიანება #ურატებისახსარში #ტოფისახსარში #ტაქიკარდია #ლეიკოციტოზი #პოდაგრასშეტევები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10



..