პოიკილოდერმატომიოზიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოიკილოდერმატომიოზიტი – (poikilodermatomyositis; ბერძ. Poikilos ჭრელი; სინ.: პეჯ – კლეჟის გენერალიზებული მიოზიტი) დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის დაზიანებით ტელეანგიექტაზიების, პიგმენტური ლაქებისა და ატროფიული უბნების არსებობით, ასევე ჩონჩხის კუნთების სისტემური დაზიანებით. წარმოადგენს დერმატომიოზიტის ვარიანტს და მიეკუთვნება კოლაგენური დაავადებების ჯგუფს. გვხვდება ნებისმიერ ასაკში, ხშირია ქალებში; დაავადების ეტიოლოგია და პათოგენეზი არასაკმარისადაა შესწავლილი. კლინიკურად ხასიათდება კანისა და კუნთების გენერალიზებული დაიზანებებით. ჰიპერპიგმენტაციის ფონზე აღინიშნება დეპიგმენტაციის, მრავლობითი ტელეანგიექტაზიების კერები, განსაკუთრებით სახეზე და მკერდზე, კანის გათხელება, ზოგჯერ აქერცვლა, ქავილი, ჰიპერკერატოზის უბნები; ხშირია ფრჩხილების ტროფიკული ცვლილებები, თმის ცვენა, ლორწოვანი გარსების ატროფია. კუნთების დაზიანება განაპირობებს ავადმყოფთა მდგომარეობის სიმძიმეს. ვისცერული პათოლოგია ნაკლებადაა გამოხატული. ლაბორატორიული მაჩვენებლები ხშირად ნორმალურია. დიაგნოზის დადგენა ხდება კანის დამახასიათებელი ცვლილებების საფუძველზე, ასევე კანისა და კუნთების ბიოფსიით. დაავადების პროგნოზი განისაზღვრება კუნთების დაზიანების სიმძიმით. დროულად დაწყებული მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა