პოლინევრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოლინევრიტი – 1. (პოლი… და ბერძნ neuron – ნერვი), მრავალი ნერვის ერთდროული დაზიანება. ძირითადი გამომწვევი მიზეზებია ინფექცია (განსაკუთრებით ნეიროტროპული ვირუსი), ინტოქსიკაცია (ალკოჰოლიზმი, ბოტულიზმის ტოქსინი და სხვ.), ნივთიერებათა ცვლის მოშლა (დიაბეტი, ურემია), შეიძლება განვითარდეს აგრეთვე ზოგიერთი ავიტამინოზების დროს ან როგორც პროფ. დაავადება (მაგ., ვიბრაციული დაავადების, სიცივის ქრონიკული მოქმედების და სხვ. დროს). პერიფერიული ნერვების გარდა, ჩვეულებრივ ზიანდება თავის ტვინის და ზურგის ტვინის ფესვები (პოლირადიკულონევრიტი), ზიგჯერ კი ცენტრ. ნერვული სისტემაც (ენცეფალომიელოპოლირადიკულონევრიტი) ; პროცესში, როგორც წესი ჩათრეულია თავ – ზურგტვინის ნერვები. [“1”] 2. პოლინევრიტი – პერიფერიული ნევრების მრავლობითი ანთება; ვლინდება პერიფერიული დამბლით, მგრძნობელობის დარღვევებით, ტროფიკული და ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვანი დაზიანებებით კიდურების დისტალურ ნაწილებში. 3. პოლინევრიტი – მრავალი ნერვის კომპლექსური ანთება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა