პოლიტენური ქრომოსომები

პოლიტენური ქრომოსომები – (chromosomata polytenica ბერძნ.poly – ბევრი და tenia – ძაფი; იხ.პოლიტენია) გიგანტური ქრომოსომები ორფრთიანთა სანერწყვე ჯირკვლების უჯრედების ინტერფაზურ ბირთვებში. ისინი შედგება ქრომონემების დიდი რიცხვისაგან, რომელიც არცთუ იშვიათად ათასს აღემატება. ასეთ ქრომოსომებში ქრომონემების გადიდებული რიცხვი ენდომიტოზური პოლიტენიის შედეგია. პოლიტენურ ქრომოსომებს აქვს 100 – 250 მკმ – მდე სიგრძე და 15 – 25 მკმ – მდე სიგანე. ისინი აღმოაჩინა ბალბიანმა (1881). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.