პოლიცენტრული მიტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოლიცენტრული მიტოზი – (mitosis ბერძნ.mitos – ძაფი, poly – ბევრი და centrum – ცენტრი; სინ.მიტოზი მულტიპოლარული) მრავალპოლუსიანი მიტოზი, რომლის დროს წარმოიქმნება რამდენიმე უჯრედის ცენტრი ცენტროსომის გაყოფის გამო არა ორ, როგორც ჩვე­ულებრივ, არამედ რამდენიმე ცენტრიოლად. ამის შესაბამისად ვითარ­დება დიდი რაოდენობით აქრომატული თითისტარები. გაყოფის პოლუ­სებისა და მათთან დაკავშირებული აქრომატული თითისტარების რაოდენობა და განლაგება სულ სხვადასხვა შეიძლება იყოს. იმისდა მიხედვით, თუ რამდენი პოლუსი წარმოიქმნება, ასეთ მიტოზებს უწო­დებენ ტრიქვადრი – , პენტა – , ჰექსა – და ა.შ. პოლარულებს. მრავალ­პოლუსიანი მიტოზების დროს ქრომოსომები შვილეულ უჯრედებს შორის ძალიან არათანაბრად ნაწილდება. მათი რიცხვი მკვეთრად მო­მატებულია. მრავალპოლუსიანი მიტოზის შედეგად წარმოქმნილი შვი­ლეული უჯრედები შეიცავს ქრომოსომების ანეუპლოიდურ ნაკრებს და, როგორც წესი, ანომალურია. მრავალპოლუსიანი მიტოზი ახასიათებს მეგაკარიოციტებს, სიმსივნეების გიგანტურ უჯრედებსა და უჯრედების ქსოვილთა კულტურებს, უჯრედების დაბერების დროს და სხვ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა