პოსტპუნქციური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოსტპუნქციური სინდრომი – თავის ტკივილი და მენინგიზმის მოვლენები, რომელიც წარმოიქმნება ლუმბალური პუნქციის შემდეგ. ეტიოლოგია, პათოგენეზი. ლიკვორული ჰიპოტენზია, განპირობებული ცერებროსპინური სითხის გაღწევით პერსისტირებული ხვრელიდან ზურგის ტვინის გარსეში ნაჩხვლეტის ადგილიდან. სიმპტომები, მიმდინარეობა. თავის ტკივილი წარმოიქმნება ჩვეულებრივ პუნქციიდან მე – 2 დღეზე და ვლინდება დაახლოებით ავადმყოფთა 1/5 – ში. ტკივილი არის პოსტურალური, წარმოიქმნება ავადმყოფის წამოდგომის მცდელობისას და ქრება ჰორიზონტალურ მდებარეობაში. თავის ტკივილს ზოგჯერ თან ახლავს გულისრევა, ვეგეტატიური ლაბილობა, მსუბუქი მენინგეალური ნიშნები. თავის ტკივილი სპონტანურად ქრება რამდენიმე დღის შემდეგ, იშვიათად გრძელდება 2 – 3 კვირის მანძილზე. ცერებროსპინური სითხის გამოკვლევით ცეფალგიის პიკის დროს ვლინდება წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, სითხის ნორმალური შემადგენლობის დროს. სუბფებრილური ტემპერატურა, რომელიც თან ახლავს მენინგიზმს, არაიშვიათად იძლევა მცდარ ეჭვს გარსქვეშა სივრცის ინფიცირებაზე. ამასთანავე მენინგიტი გართულებული პუნქციით საკმაოდ იშვიათი კაზუისტიკაა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა