პროტამინები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პროტამინები – 1. დაბალმოლეკულური ცილები (მოლ. მასა 4000 – 12000), რ – ებიც მოიპოვება თევზის სპერმატოზოიდში. პროტამინები დიდი რაოდენობით შეიცავს ფუძე ამინომჟავებს, განსაკუთრებით არგინინს (70 – 80%), რაც განაპირობებს ამ ცილების საერთო ფუძე თვისებებს. პროტამინები კარგად იხსნება წყალში, მჟავე და ნეიტრალურ არეში, ილექება ტუტეებით, გაცხელებისას არ დენატურირდება. სხვადასხვა სახეობის თევზის პროტამინები ერთმანეთისაგან განსხვავდება ამინომჟავური შედგენილობით. უჯრედის ბირთვში პროტამინები ჰისტონების მსგავსად კომპლექსირებულია დეზოქსირიბონუკლეინის მჟავებთან ნუკლეოპროტამინებად. პროტამინები მჟავებთან წარმოქმნის მარილებს, ხოლო მჟავე ცილებთან – კომპლექსებს. ცილა ინსულინის კომპლექსი პროტამინებთან გამოიყენება მედიცინაში. დ. ჯობაძე. [“1”] 2. პროტამინები – დაბალმოლეკულური ცილები; გამოირჩევიან ტუტე ამინომჟავების მაღალი შემცველობით, განსაკუთრებით არგინინის.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა