რაიერის ენის პიტირიაზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რაიერის ენის პიტირიაზი – გეოგრაფიული ენა, ექსფოლიატური მარგინალური გლოსტატი. მიზეზი უცნობია. აღინიშნება ახალგაზრდებში. დამახასიათებელია წითელი ლაქები რუხი – თეთრი არშიებითურთ ენის ნაპირებზე. დვრილები ატროფიულია. გვხვდება ენდოკრინული დარღვევებისა და B ჯგუფის ავიტამინოზების დროს. დამახასიათებელია ცვლილებების გადაადგილება და მორფოლოგიურისურათის ძვრები თითქმის ყოველდღიურად. სინონიმები: ბერჟერონის სინდრომი, ბროკის სინდრომი, ბროკ – პატრიკის რომბოიდული გლოსიტი, ლეინის გლოსიტი, უნას სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა