რამოი – ი – კახალი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რამოი – ი – კახალი – ესპანელი ექიმი, ნეიროჰისტოლოგი; დახვეწა ქსოვილთა დამუშავების მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ნერვული ქსოვილის სტრუქტურის გამოკვლევისა. შექმნა ნეირონული თეორია, რომელიც ამტკიცებს ნერვული ქსოვილის აგებულებას ელემენტარული ნაწილებისაგან. აღმოაჩინა ნეირონის დინამიური პოლარიზაციის პრინციპი. დაამუშავა ტვინის და ნერვული სისტემის ახალი მიკროსკოპული თეორია. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნერვული ქსოვილის ემბრიოგენეზის, ნერვულ სისტემაში დეგენერაციისა და რეგენერაციის პროცესების შესწავლაში. აღწერა შუა ტვინის ჭერის ბირთვი, რასაც დაერქვა მისი სახელი.  მიღებული აქვს ნობელის პრემია ფიზიოლოგიაში (1906 წელს, გოლჯთან ერთად)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა